მიწოდება და ანგარიშსწორება

მიწოდება და ანგარიშსწორება

Gotech.ge-ზე განთავსებულ ყველა პროდუქტზე ან პროდუქტების სეტზე (რამდენიმე ნივთი ერთად) მოქმედებს უფასო საკურიერო სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით, თუ შეკვეთის ღირებულება აღემატება 200 ლარს, ხოლო 200 ლარს ქვემოთ შენაძენზე, მიტანის საფასური დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე.

მიწოდება ხდება 1 ან 2  სამუშაო დღეში თბილისის, ხოლო 2 სამუშაო დღეში რეგიონული შესყიდვის შემთხვევაში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (დამოკიდებულია რეგიონზე) რა დროსაც ნივთის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 10 სამუშაო დღეს. ზუსტი ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება შეკვეთის გაფორმების დროს.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ სართულზე ატანის სერვისი არ არის გათვალისწინებული. გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ ან საიტზე მითითებულ შემთხვევაში, ან მცირე გაბარიტიანი, 5 კგ-მდე წონის ნივთების მიტანისას და ასევე, დიდი მოცულობის ნივთებზე უშუალოდ კურიერთან, ადგილზე, მომხმარებელსა და მას შორის პირადი მოლაპარაკების შემთხვევაში.

გემსახურებით რა როგორც საკუთარი, ისე წამყვანი ქართული საკურიერო სერვისით, მიწოდების სისწრაფე, მოქნილობა და სრული უსაფრთხოება მაქსიმალურადაა დაცული.

ანგარიშსწორების მეთოდებად საიტზე შეგიძლიათ გამოიყენოთ პირდაპირი საბარათე გადახდის, კურიერთან გადახდის ან განვადებით შეძენის მეთოდები. ბარათით გადახდის სისტემა ხორციელდება Unipay.ge-ს მეშვეობით და ის უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება.

რაც შეეხება ონლაინ საბანკო განვადებას, Gotech.ge თანამშრომლობს წამყვან ქართულ საბანკო ინსტიტუტებთან და მომხმარებელს სთავაზობს თიბისი, საქართველოს და კრედო ბანკის განვადებებს.

 

img

Added to cart successfully!